გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

ფილიპ რასკინი

ფილიპ რასკინი დაიბადა ბრიუსელში  და ძალიან ადრეული ასაკიდან თავი მიუძღვნა მუსიკას. მისი შესრულება დახასიათებულია, როგორც "ბრწყინვალე, ოსტატური,  (...), უძლიერესი, თავდადებული, (MDM, La Libre Belgique) უკრავს "შთამბეჭდავი თავდაჯერებულობით" (JK, Mundo Clasico).

 

ფილიპმა ფორტეპიანოს გაკვეთილები დაიწყო რუს დირიჟორთან ალექსანდრე ფრიდლენდთან და  მუშაობა განაგრძო ბერნადეტ მალტერთან და ლორედანა კლინისთან. შემდეგ თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა, ფორტეპიანოს განხრით, განაგრძო ვინჩენცო ბალზანთან, რალფ გოტონისთან და ლეონ ფლეშერთან,   და იოჰანეს მეისლისა და ჰატო ბეიერლესთან  კამერული მუსიკის განხრით.

 

16 წლის ასაკში სწავლა დაიწყო ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში ჟან-კლოდ ვანდენ ეინდენის კლასში. იმავე წელს მიიღო თავისი პირველი ხარისხი - უმაღლესი წარჩინებით. შემდეგ სწავლა განაგრძო დედოფალ ელისაბედის მუსიკალურ კაპელაში (ჟან-კლოდ ვანდენ ეინდენის კლასში),  რომელიც დაამთავრა ასევე უმაღლესი წარჩინებით და დიპლომი მიიღო მისი უდიდებულესობა ბელგიის დედოფლისაგან. ამავე პერიოდში დაამთავრა  ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიის  მაგისტრატურა ფორტეპიანოსა და კამერული მუსიკის განხრით.

 

2005 წელს იგი შევიდა მადრიდის Escuela Superior de Música Reina Sofia- მუსიკალურ სკოლაში, სადაც  ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა დიმიტრი ბაშკიროვისა და კლაუდიო მარტინეს მეჰნერის მეთვალყურეობის ქვეშ. ჯერ კიდევ პირველ წელს,  პარდოს სასახლეში მისი უდიდებულესობა ესპანეთის დედოფლისგან მიიღო პრემია Sobresaliente. 2010 წელს ფილიპმა სწავლა დაიწყო  სტრასბურგის კონსერვატორიაში "Diplome de Spécialisation"-ზე, რომელიც ასევე უმაღლესი წარჩინებით  დაამთავრა. 2012 და 2013 წლებში მუშაობდა ლეონელ მორალესთან.

 

2012 წელს გახდა ლიონის საფორტეპიანო საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი და მოიპოვა პირველი პრიზი მადრიდის საერთაშორისო საფორტეპიანო  კონკურსზე "ესპანელი კომპოზიტორები".

 

ფილიპმა შეასრულა მრავალი სოლო კონცერტი მსოფლიოში ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, როგორც კამერული ჯგუფებთან, ასევე ორკესტრებთან ერთად- როგორიცაა ჩაიკოვსკის კონსერვატორიის დიდ დარბაზი მოსკოვში, შანხაის  კონსერვატორიაში, ვენის Musikverein -სა  და ბერლინის ფილარმონიაში.  ფილიპი რეგულარულად გამოდის ორკესტრებთან, მათ შორის აღსანიშნავია ბელგიის ეროვნულ ორკესტრი, ფლანდრიის სიმფონიურ ორკესტრი და ზალცბურგის კამერულ სოლისტები და სხვა მრავალი. მისი პარტნიორები კამერული მუსიკაში არიან ისეთი არტისტები, როგორებიც არიან კლემენ ჰაგენი, ჯერომ პერნუ, მიგელ და სილვა და ა.შ.

 

ფილიპი  რეგულარულად ასრულებს ასევე თანამედროვე მუსიკას და მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე მსოფლიო პრემიერაში. ბევრმა კომპოზიტორმა მიუძღვნა მას თავისი ნაწარმოები, მათ შორის ბელგიელმა კომპოზიტორმა ჟან-მარი რენსიმ "Stringent & Tremulation", თურქმა კომპოზიტორმა სერკან გურკანმა "სონატა ფორტეპიანოსათვის ", ავსტრიელმა კომპოზიტორმა კრისტოფ ერენფელნერმა "სონატა დერ ჰანტი" ("Sonata Der Hunt") და ბელგიელმა კომპოზიტორმა მიშელი ბერომ "Talxochimaco".

 

ფილიპს ყოველწლიურად იწვევენ ჟიურის წევრად რამდენიმე საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში, მათ შორის მილანის საერთაშორისო კონკურსში “Piano Talents“, ლიონის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში, „MozArte“ კონკურსში კიოლნში. იგი არის სეზარ ფრანკის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის და  პარიზის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის (IMF) სამხატვრო ხელმძღვანელი. ის არის ასევე მადრიდის "ესპანელი კომპოზიტორების" კონკურსის ჟიურის მუდმივი წევრი, "Valsesia Musica", "Cita de Cantu" და ა.შ.

 

2009 წელს ფილიპმა გახსნა თავისი საფორტეპიანო სკოლა, ატარებს ასევე  ბევრ მასტერკლასს ბელგიასა და მის ფარგლებს გარეთ. 2016 წლიდან ფილიპი იყო   საფრანგეთის ფესტივალის "Resonances Musique de Chambre" სამხატვრო ხელმძღვანელი და  სწავლება დაიწყო ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში. ფილიპი  არის ასევე საერთაშორისო საფორტეპიანო ფაკულტეტის წევრი ბრეშიას მუსიკის უნივერსიტეტში "ნიჭიერთა მუსიკის სამაგისტრო კურსები"("Talent Music Master Courses")  და ვენის "ფრიდრიხ გულდას" კონსერვატორიაში.