გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

კიომი სუგიმურა

 

კიომი სუგიმურას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ დიდ ფესტივალებში, როგორიცაა ედინბურგის, თეთრი ღამეების ვარსკვლავები და მიკელის ფესტივალები.  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოდიოდა კონცერტებით, მათ შორის იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისსა და შოტლანდიაში, იტალიაში, ფინეთში, რუსეთში, ტაივანში და სხვ. იყო ასევე ისეთი ცნობილი ორკესტრების  სოლისტი როგორიცაა ოსაკის ფილარმონიული ორკესტრი, კანსაის ფილარმონიული ორკესტრი, ნარის ფილარმონიული ორკესტრი და ოსაკის ენფონიკა და სიმფონიური ორკესტრი. მისი ლაივ გამოსვლები გადაიცა რადიო NHK-ით, ასაჰის ტელევიზიით და ნარას  რადიოთი და ტელევიზიით, იაპონია.

 

ვალერი გერგიევის მოწვევით, ქალბატონი სუგიმურა იყო პირველი უცხოელი პიანისტი, რომელმაც შეასრულა სტრავინსკის უცნობი, ადრეული პერიოდის სონატა ფორტეპიანოსათვის სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი. მისმა ამ გამოსვლამ რუსული პრესისგან  უმაღლესი კრიტიკული შეფასება მიიღო.

 

2011 წლის სექტემბერში კიომი სუგიმურა შეუერთდა DePaul უნივერსიტეტის მუსიკალური სკოლის ფორტეპიანოს ფაკულტეტს. ასევე არის Villa Sandra-ს საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემიის მუსიკალური დირექტორი და ორგანიზატორი  იტალიის ქალაქ ლესაში.

 

ქალბატონი სუგიმურა არის  ოსაკის სამუსიკო სკოლისა და ინდიანას უნივერსიტეტის საუს ბენდის სამუსიკო სკოლის პიანისტ-შემსრულებლის ხარისხების მფლობელი, აქ იგი შეუერთდა ალექსანდრე თორაძის ცნობილ საფორტეპიანი სტუდიას.  მიიღო ასევე ინდიანას უნივერსიტეტის ფორტეპიანოს კოლაბორაციული ხარისხი. მისი მასწავლებლები, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინენ მასზე, იყვნენ შიზუკო ოკიტა, ტოიოკო კრეიცერი, რობერტ ჰემილტონი და ალექსანდრე თორაძე.