გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

გიგლა ქაცარავა

დაიბადა თბილისში. პიანისტმა გიგლა ქაცარავამ წარჩინებით დაასრულა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორია (პროფ. ლევ ნაუმოვის კლასი). ასპირანტურა გაიარა ვაიმარის ფერენც ლისტის სახ. უმაღლეს სასწავლებელში (პროფ. ლაზარ ბერმანის კლასი) და პარიზის მუსიკისა და ცეკვის ეროვნულ კონსერვატორიაში (Conservatoire National Supérieur de Musique et de Danse) (პროფ. ჟერარ ფრემის კლასი).

 

გიგლა ქაცარავას გამართული აქვს სოლო კონცერტები, კამერული მუსიკის კონცერტები და კონცერტები ორკესტრთან ერთად ევროპის მრავალ ქვეყანაში, ასევე, ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებში, აშშ-ში, ბრაზილიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, ისრაელში და ახლო აღმოსავლეთში.

 

საკონცერტო დარბაზებს შორის, სადაც ის უკრავდა, არის Residenz  მიუნხენში, Minato Mirai Hall იოკოჰამაში, ტოკიოს ხელოვნების ცენტრი, Kobe Auditorium, ჰანოის ეროვნული ოპერის თეატრი, Deutsche Bank Atrium ბერლინში, თეატრი ესენში, იერუსალიმის მუსიკალური ცენტრი, მინსკის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი, სალეკორტო პარიზში, La Pedrera ბარსელონაში, Sala Cecilia Meireiles რიო-დე-ჟანეიროში და ა.შ.

 

როგორც შემსრულებელი, მიწვეული იყო და მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებზე, როგორებიცაა: Radio-France Montpellier, Flâneries Musicales in Reims, Piano à Riom, Piano Pic, Saint-Omer en Musique, Rencontres Musicales de l'Abbaye de la Prée (საფრანგეთი), Piano a Saint-Ursanne (შვეიცარია), კარმელი მუსიკის ფესტივალი (ისრაელი), ბონევილის კამერული მუსიკის ფესტივალი (აშშ), Musicanas Montanas (ბრაზილია) დასხვა.

გიგლა ქაცარავა წლების განმავლობაში იყო პარიზის Ecole Normale de Musique de Alfred Cortot-ის პროფესორი.

 

2022 წლის აპრილიდან მიწვეულია ტოკიოს ონდაის უნივერსიტეტში, როგორც სპეციალურად დანიშნული პროფესორი. ეწევა აქტიულრ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჩატარებული აქვს მასტერკლასები საფრანგეთში და მის ფარგლებს გარეთ (იაპონია, სამხრეთ კორეა, აშშ, ესპანეთი, პორტუგალია, ბრაზილია...).

 

მიწვეული იყო საჯარო მასტერკლასებით შემდეგ უნივერსიტეტებში - ტოკიოს ონდაი, ტოკიოს ტოჰოგაკუენი, ტოკიოს სენზოკუ-იაპონია, ვებერის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იუტა-აშშ, Universidade Federal do Estado რიო-დე-ჟანეირო - ბრაზილია, რიო გრანდე-დო-სულის ფედერალური უნივერსიტეტი, პორტო ალეგრე, ბრაზილია.

 

2019 წელს იყო სპეციალური სტუმარი ტოკიოს ონდაის და ტოკიოს ტოჰოგაკუენის უნივერსიტეტებში ლექცია-კონცერტებით სახელწოდებით „ ა.სკრიაბინის პრომეთეოსი მე-20 საუკუნის ხელოვნებაში; ა. სკრიაბინის პიანიზმის ზოგიერთი განსაკუთრებული ასპექტი".

 

გიგლა ქაცარავა იყო ჟიურის წევრი მრავალ საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე - F.Poulenc (საფრანგეთი), Santa Cecilia Piano Competition Porto (პორტუგალია), იაპონიის ხელოვნების ცენტრის საფორტეპიანო კონკურსი (იაპონია), საერთაშორისო Magnus Piano Competition (ლიეტუვა); 2019 წელს იყო ს. რახმანინოვის პირველი საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ტოკიოში (იაპონია).