გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

გიორგი ჭიჭინაძე

 

დირიჟორი,

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის

სრული პროფესორი,

პოლონეთის ბალტიის

ფრედერიკ შოპენის სახელობის

ფილარმონიული ორკესტრის

სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი

   1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი (პროფ. ედიშერ რუსიშვილის კლასი).  ასევე გაიარა სიმფონიური დირიჟორობის სრული კურსი (პროფ. ოდისეი  დიმიტრიადის კლასი).

 

1994-95 წლებში გაიარა ასისტენტურა - სტაჯირება სანკტ -პეტერბურგის მარიინის თეატრში.

1996 - 2002 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად.

2003 - 2011 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის  დირიჟორი.

2014 - 2015 წლებში იყო ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელი.

2001-დან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის  ხელმძღვანელად.

 

   გოგი ჭიჭინაძის  საკონცერტო მოღვაწეობის გეოგრაფიის არეალი მოიცავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას: იაპონია, ჩინეთი, სირია, თურქეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი, ლიტვა, ლატვია...

 

გოგი ჭიჭინაძე თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების  ორკესტრებთან: ამსტერდამის რადიოს ფილჰარმონიული ორკესტრი, ლიტვის სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრი, სანკტ პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟის ორკესტრი, ვარშავის სიმფონიური ორკესტრი, ვროცლავის ფილარმონიული ორკესტრი, ლოდძის ფილარმონიული ორკესტრი და სხვა...

 

 როგორც დამდგმელ დირიჟორს  და მუსიკალურ ხელმძღვანელს განხორციელებული აქვს თხუტმეტამდე  საოპერო დადგმა. ჩატარებული აქვს მასტერკლასები ახალგაზრდა დირიჟორებთან და საოპერო მომგერლებთან: სიბელიუსის მუსიკალურ აკადემიაში (ჰელსინკი, ფინეთი), ოსლოს მუსიკალურ აკადემიაში (ნორვეგია), რიგის მუსიკალურ აკადემიაში (ლატვია), გდანსკის მუსიკალურ აკადემიაში (პოლონეთი),  ლისტის მუსიკალურ აკადემიაში  (ბუდაპეშტი, უნგრეთი).

 

ამჟამად, გოგი ჭიჭინაძე  არის პოლონეთის  ბალტიის ფილარმონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის გამგე, სრული პროფესორი და საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი.