გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

კონკურსი 2013 წელს დაფუძნდა ქუთაისში - მელიტონ ბალანჩივაძის მშობლიურ ქალაქში, სადაც მან 1918 წელს დააარსა, დასავლეთ საქართველოში პირველი პროფესიული სამუსიკო სასწავლებელი. თავისი არსებობის 105 წლის მანძილზე, ამ სასწავლებელმა აღზარდა ცნობილ ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა, პედაგოგთა და კომპოზიტორთა თაობები. სასწავლებლის კურსდამთავრებულები დღესაც აგრძელებენ სწავლას და წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის კონკურსის დაარსების იდეაც ამ სასწავლებელში დაიბადა.  2013 – 2015 – 2018 წლებში კონკურსი იყო ეროვნული.

2018 წელს კონკურსის ჟიურის 9 წევრიან შემადგენლობაში, ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობდა პოლონეთის ქ. პოზნანის ი. პადერევსკის სახელობის მუსიკალური აკადემიის 4 პროფესორი. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა ცნობილი ქართველი დირიჟორი, პროფესორი გოგი ჭიჭინაძე. კონკურსის ფარგლებში, ყველა საშემსრულებლო მიმართულებაში, ჩატარდა მასტერ კლასები. ერთი მონაწილე, თავის პედაგოგთან ერთად, მიწვეული იყო პოლონეთში ქ. კალიშის ჩასაბერი საკრავების საზაფხულო აკადემიაში საერთაშორისო მასტერკლასებზე.

თანამედროვე ტენდენციებთან მეტად დაახლოების, მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების, კონკურენტული არეალის გააქტიურებისა და გაფართოების, მიზნით, 2022 წლის კონკურსი გახდა საერთაშორისო და ჩატარდა ფორტეპიანოს პროფილით.

2022 წლის კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები და პროფესორ-მასწავლებლები საქართველოს, ბრაზილიის, პოლონეთის, ლიეტუას წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან და სტუდენტები ლიეტუადან. კონკურსის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო მასტერკლასები.

2022 წლის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა  საერთაშორისო კონკურსი მიეძღვნა ქართული საკომპოზიტორო სკოლის და საქართველოში პროფესიული მუსიკალური განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის დაბადებიდან 160-ე წლისთავს.