ქუთაისში  საშემსრულებლო ეროვნული მუსიკალური კონკურსის დაფუძნების იდეა დაიბადა 2013 წელს, მელიტონ ბალანჩივაძის  150 წლისთავთან  დაკავშირებით, რომელსაც მალევე მოჰყვა მის მიერ 1918 წელს ქუთაისში  დაარსებული პირველი პროფესიული სამუსიკო სკოლა-სასწავლებლის 95 წლის იუბილე. ეს  ორი  თარიღი გახდა,  მ. ბალანჩივაძის  მშობლიურ ქალაქში, მისივე  სახელობის კონკურსის დაარსების შთამაგონებელი, რაც, თავის მხრივ, ამ დიდი საზოგადო მოღვაწის, კომპოზიტორისა  და განმანათლებლის ხსოვნის,  ქართული მუსიკის ისტორიაში  მისი  ფასდაუდებელი ღვაწლის  კიდევ ერთხელ აღიარების და უკვდავყოფის მანიშნებელია.

   მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის დამფუძნებელ და ორგანიზატორ  ,,არტ-ლიგას“,  პროფესიონალ მუსიკოსთა და ხელოვანთა გაერთიანებას,  სრული  მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა ქ. ქუთაისის ადგილობრივმა თვითმაართველობამ, რომელიც არის კონკურსის გენერალური სპონსორი.  ერთობლივმა ძალისხმევამ  და ურთიერთნდობაზე  დამყარებულმა კოორდინირებულმა თანამშრომლობამ წარმატებული შედეგი გამოიღო.

   ,,მ. ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ეროვნული კონკურსის“ მთავარი კრიტერიუმი საყოველთაოდ აღიარებულ  საკონკურსო სტანდარტებთან შესაბამისობაა. 2015 წელს ჩატარებულ კონკურსში,  მონაწილეობა  100-მდე  მონაწილემ  მიიღო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან  და რეგიონებიდან.  წარმატებულმა შედეგმა ბუნებრივად განაპირობა მომდევნო კონკურსში ცვლილებების შეტანის, მოთხოვნების გაზრდის და  სტატუსის ამაღლების სურვილი.

   2018 წლის მეორე ეროვნული  კონკურსის პირობებით,  მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორია გაიზარდა  22 წლამდე.  ეროვნული სტატუსის ფარგლებში, ამჯერად კონკურსს ჰყავს წარმომადგენლობითი საერთაშორისო  ჟიურის, რომელშიც   მონაწილეობენ  პოლონეთიდან მოწვეული სპეციალისტები.

   არჩევანი გაკეთდა  ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქ  პოზნანზე და ი.ჯ. პადერევსკის სახელობის მუსიკალური აკადემიის პროფესორებზე, რომლებიც  ქართველ მუსიკოსებთან ერთად შეაფასებენ კონკურსანტებს და ჩაატარებენ მასტერ კლასებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მეორე კონკურსის გამოცდილება სამომავლოდ   ქუთაისში ,,მ. ბალანჩივაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსის“ ჩატარების წინაპირობა გახდება.

   2018 წელს აღინიშნება მ. ბალანჩივაძის დაბადებიდან  155 წელი. ხოლო ქუთაისის  მ. ბალაჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დაარსებიდან  100 წელი.  ეროვნული კონკურსი ისეთივე პირმშოა ამ ისტორიული სასწავლებლის, როგორც მისი შვილობილი ქუთაისის ყველა სხვა მუსიკალური დაწესებულება. კონკურსის დამფუძნებლები და ორგანიზატორები, 2018 წლის II ეროვნულ კონკურსს უძღვნიან  მ. ბალანჩივაძის და მის მისრ დაარსებული სახელოვანი სამუსიკო სასწავლებლის იუბილეს.

 

კონკურსის საორგანიზაციო  ჯგუფი

ჟიურის თავმჯდომარე

გოგი ჭიჭინაძე

პროფესორი, დირიჟორი

 

 

 

სრულად...

კონკურსის ჟიური

ანა ორგანიშჩეკი

პროფესორი, პოლონეთი, ქ. პოზნანი, ი. პადერევსკის მუსიკალური აკადემია

 

სრულად...

ნოდარ ჟვანია

პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

 

 

სრულად...

ზაალ ხელაია

ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

 

სრულად...

რომან გრინი

პროფესორი, პოლონეთი, ქ. პოზნანი, ი. პადერევსკის მუსიკალური აკადემია

 

სრულად...

ნესტან მესხი

პროფესორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი

 

 

სრულად...

გიორგი ხაინდრავა -

ასისტენტ პროფესორი,

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

 

სრულად...

მარეკ მოზდზიერზი

პროფესორი, პოლონეთი, ქ. პოზნანი, ი. პადერევსკის მუსიკალური აკადემია

 

სრულად...

ირაკლი ევსტაფიშვილი

ასისტენტ პროფესორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

 

სრულად...

მასტერკლასები

ფორტეპიანო  - I /A ასაკობრივი კატეგორია

 

1. თეკლა წერეთელი - I პრემია - ქ. ჭიათურის ს. კავსაძის სახ. სამუსიკო სკოლა

2. ბარბარე ძნელაძე - II პრემია -  ქ. ქუთაისის ზ. ანჯაფარიძის სახ. N 3 სამუსიკო სკოლა

                                       ნომინაცია - ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულება.

3. ლიზი მეგრელიშვილი - III პრემია - ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. N 1 სამუსიკო სკოლა

4. მარიამ ავალიანი - III პრემია - ქ. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

5. ელენე გიგანი - დიპლომი -       ქ. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

                                                            ლ. და ო. ზაიცევების სახ. პრიზი

6. ელენე არჩაია - დიპლომი -    ქ. თბილისის  ა. მიზანდარის სახ. N1 ხელოვნების სკოლა

7. მარიამ ბოყოველი - დიპლომი - ქ. ქუთაისის ზ. ანჯაფარიძის სახ. N 3 სამუსიკო სკოლა

 

სიმებიანი საკრავები - I / A ასაკობრივი კატეგორია

 

8. ანა მარია გოცირიძე (ვიოლინო) - I პრემია - ქ. ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახ. N2 სამუსიკო სკოლა

9. მარინე სოფრომაძე (ვიოლინო)  - II პრემია - ქ. ქუთაისის ზ. ანჯაფარიძის სახ. N 3 სამუსიკო სკოლა

10. ნია ჭელიძე (ვიოლინო) - III  პრემია -          ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. N 1 სამუსიკო სკოლა

11. ბარბარე იობიძე (ვიოლინო) - III  პრემია -  ქ. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

12. სოფიო ნოზაძე (ვიოლინო) - დიპლომი -     ქ. ხაშურის სამუსიკო სკოლა

13. ნინი არველაძე (ვიოლინო) - დიპლომი -     ქ. სამტრედიის დ. შანიძის სახ. სამუსიკო სკოლა

 

ჩასაბერი საკრავები - I ასაკობრივი კატეგორია

 

14. ლუკა ზუხუბაია (ფლეიტა) - I პრემია - ქ. ბათუმის მ. ბალანჩივაძის სახ. სამუსიკო სკოლა

15. ბარბარე კერესელიძე  (საყვირი) - II პრემია - ქ. ხონის სამუსიკო სკოლა

16. დავით ვალაშვილი (ჰობოი) - III  პრემია - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედი".

17. ნიკოლოზ გონგაძე - ნომ. ,,ჟიურის სიმპათია" (ჟიურის თავმჯ- რის სპეციალური პრიზი) - ქ. ქუთაისის ზ. ანჯაფარიძის სახ. N 3 სამუსიკო სკოლა

18. ალი დავლაძე -  ნომინაცია ,,მომავლის პერსპექტივა" - ქ. ბათუმის მ. ბალანჩივაძის სახ. სამუსიკო სკოლა

19. გიორგი შენგელია - ნომინაცია ,, ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულება"-

ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედი".

 

 

სოლო  აკადემიური სიმღერა - I ასაკობრივი კატეგორია

 

20. მარიამ ხათრიძე - II პრემია - ქ. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

21. გიორგი ტყემალაძე - II პრემია - ქ. ჭიათურის ს. კავსაძის სახ. სამუსიკო სკოლა

22. ელენე მესხორაძე - III  პრემია - ქ. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

23. დეა ფაჩულია -       III  პრემია - ქ. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

 

________________________________________________________________________________

 

ფორტეპიანო - I / B ასაკობრივი კატეგორია

 

24. ლიზი  ბასილაძე -  გრან პრი - ქ. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

25. სალომე გიორგაძე - I პრემია - ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. N 1 სამუსიკო სკოლა

26. გიორგი ებანოიძე - დიპლომი - ქ. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

 

სიმებიანი საკრავები - I / B ასაკობრივი კატეგორია

 

27. სოფიო გიორგაძე (ვიოლინო) - I პრემია -  ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

28. ანი ანაკიძე (ვიოლინო) - II პრემია - ქ. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

29. მათე ქორთუა (ჩელო) - III  პრემია - ქ. ზუგდიდის სამუსიკო სკოლა

30. ნინო კანდელაკი (ვიოლინო) - ქ. ქუთაისის ნ. გაბუნია სახ. N 4 სამუსიკო სკოლა

31. მაია ლომიძე (ვიოლინო)- დიპლომი -  ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. N 1 სამუსიკო სკოლა

32. ქრისტინე შეყრილაძე (ვიოლინო)- დიპლომი - ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. N 1 სამუსიკო სკოლა

_____________________________________________________________________________

 

ფორტეპიანო -  II  ასაკობრივი კატეგორია

 

33. ირაკლი გოგიბერიძე - II პრემია - ქ. ვანის გ. ბზვანელის სახ. სამუსიკო სკოლა

34. ცოტნე მამაგეიშვილი - III  პრემია - ქ. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

35. ნიკა ნიქაბაძე  - დიპლომი - ქ. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

 

სიმებიანი საკრავები - II  ასაკობრივი კატეგორია

 

36. ნინო ხოჭოლავა (ალტი) - გრან პრი - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედი".

37. გვანცა ბუცხრიკიძე (ვიოლინო) - I პრემია - ქ. ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

 

ჩასაბერი საკრავები - II ასაკობრივი კატეგორია

 

 38. ნანა გოლიაძე (ფლეიტა) - გრან პრი,  I პრემია - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედი".

39. მათე კაკაბაძე ( კლარნეტი) -  II პრემია - ქ. ქუთაისის ზ. ანჯაფარიძის სახ. N 3 სამუსიკო სკოლა

40. ელმირა აივაზიანი (საყვირი) - III  პრემია - ქ. თბილისის ო. თაქთაქიშვილის სახ. N19 სამუსიკო სკოლა

41. ამირან ბერიძე (ფლეიტა) - III  პრემია - ქ. ბათუმის რ. ლაღიძის სახ. სამუსიკო სკოლა

44. ანა კოპალეიშვილი (კლარნეტი) - დიპლომი - ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

45. გიორგი ბახტაძე (საყვირი) - დიპლომი - ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებული.

 

სოლო აკადემიური სიმღერა - II ასაკობრივი კატეგორია

 

46. ირაკლი ფხალაძე  - II პრემია - ქ. ჭიათურის ს. კავსაძის სახ. სამუსიკო სკოლა

47. მანანა სამხარაძე - III  პრემია - ქ. ჭიათურის ს. კავსაძის სახ. სამუსიკო სკოლა

48. მარიამ პანაიოდი - დიპლომი - ქ. ჭიათურის ს. კავსაძის სახ. სამუსიკო სკოლა

________________________________________________________________________________

 

 

ფორტეპიანო -  III  ასაკობრივი კატეგორია

 

49. ვახტანგ ზაალიშვილი - III  პრემია -  თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედი".

 

ჩასაბერი საკრავები - III  ასაკობრივი კატეგორია

 

50. ცირა მოსიაშვილი (ფლეიტა)- II პრემია - ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

51. ცოტნე დარჯანია (ჰობოი) - II პრემია - ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

52. სერგეი სარქისიანი (საყვირი) - დიპლომი - ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

 

სოლო აკადემიური სიმღერა - III  ასაკობრივი კატეგორია

 

53. ავთანდილ ჭიქავა - გრან პრი - ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებული.

54. თამარ ოდილაძე - III  პრემია - ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებული.

55. ერეკლე გურგენიძე - III  პრემია - ქ. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია

56. მარიამ ხურციძე - დიპლომი - ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

57. მარიამ ჯიშკარიანი - დიპლომი - ქ. თბილისის ევ. მიქელაძის სახ. სამუსიკო სასწავლებელი.

 

______________________________________________________________________________

 

ნომინაცია ,,საუკეთესო კონცერტმაისტერი"

 

1.მარინა იაკობიშვილი - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედი".

2.გიორგი რევიშვილი - ქ. ქუთაისის ნ. გაბუნიას სახ. N 4 სამუსიკო სკოლა.

3.ლიკა ჯოჯუა - ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo