2015  წელს  ქუთაისში  დაფუძნდა   მელიტონ  ბალანჩივაძის  სახელობის  ახალგაზრდა  მუსიკოს - შემსრულებელთა  I  ეროვნული  კონკურსი,  რომელიც მიმდინარეობდა  კლასიკური  შემსრულებლობის  ოთხ  მიმართულებაში: ფორტეპიანო, სიმებიანი  და  ჩასაბერი საკრავები,  სოლო  სიმღერა,  8 - დან  20  წლამდე ასაკობრივ  კატეგორიაში .

  კონკურსის  დამფუძნებელია  ააიპ   ,,არტ - ლიგა“ , გენერალური სპონსორი  ქ. ქუთაისის  მუნიციპალიტეტის მერია  და  საკრებულო.

  კონკურსის  მხარდამჭერები  და  პარტნიორები  არიან: იმერეთის  მხარის  სახელმწიფო  რწმუნებული-გუბერნატორის  ადმინისტრაცია,  ქუთაისის  კულტურულ  სახელოვნებო  საგანმანათლებლო  დაწესებულებათა გაერთიანება,  საქართველოს  კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  სამინისტრო,  საქართველოს  კომპოზიტორთა შემოქმედებითი  კავშირი,  თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორია,  საქართველოს  ეროვნული მუსიკალური ცენტრი,  თბილისის  სიმფონიური ორკესტრი,  ქუთაისის  მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა  და  ბალეტის  სახელმწიფო  თეატრი.

კონკურსი  ჩატარდა  1 – 5 დეკემბრს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელის დარბაზში.

კონკურსის  ტურების მოსმენები იყო  საჯარო. კონკურსს აფასებდა  კომპეტენტური ჟიური, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლების   და ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლების  შემადგენლობით:

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე  -  დირიჟორი  პროფ. გოგი ჭიჭინაძე.

ფორტეპიანოს მიმართულება:  პროფ-ები:  ლალი სანიკიძე და მანან გოცირიძე,  სიმებიანი საკრავების მიმართულება:   საქართველოს სახალხო არტისტი, პროფ.  ნოდარ ჟვანია და  ზურაბ გაბუნია- თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი.

ჩასაბერი საკრავების მიმართულება:   საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერები  შოთა გოგოძე და ირაკლი ევსტაფიშვილი, სოლო სიმღერის მიმართულება: პროფ-ები  გულიკო კარიაული და თამარ სარვაზიშვილი.

  კონკურსში  მონაწილეობა 90  შემსრულებელმა მიიღო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ჭიათურა, ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, სამტრედია.

მიმართულების და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით გაიცა სამი ძირითადი პრემია, სულ 33 საპრიზო ადგილი.

გამოვლინდა  საუკეთესო კონცერტმაისტერები;  ჟიურის უფლებამოსილებით დაწესდა  ნომინაციები: ჟიურის სპეციალური პრიზები (ფულადი პრემიები), ჟიურის სიმპათია,  მომავლის პერსპექტივა, ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულება, პოლიფონიური ნაწარმოების საუკეთესო შესრულება.  ,,ჟიურის სიმპათიას" და II პრემიის მფლობელ საბა შარაშენიძეს,  კონკურსის ორგანიზატორი ,,არტ-ლიგის“  სახელით გადაეცა განსაკუთრებული საჩუქარი -  ფრანგული წარმოების კლარნეტი.

  გამარჯვებულებს მიენიჭათ ლაურეატის წოდება, გადაეცათ დიპლომები, ფულადი პრემიები,  კონკურსის სიმბოლიკით დამზადებული პრიზები;  გრან-პრი დაჯილდოვდა  მ. ბალანჩივაძის სახელობის სპეციალური პრიზით, რომელიც დაამზადა მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ. იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის სახელით სამახსოვრო დიპლომებით დაჯილდოვდნენ კონკურსში მონაწილე წარმატებული სამუსიკო სკოლა-სასწავლებლები. გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება და გალა კონცერტი გაიმართა  21 დეკემბერს, ქუთაისის  მ. ბალანჩივაძის სახ.  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ კონკურსის ჟიურის შემადგენლობა, ქუთაისის მერიის, საკრებულოს, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

კონკურსის ჟიური

ფორტეპიანო:

სიმებიანი საკრავები:

სოლო სიმღერა:

ჩასაბერი საკრავები:

გოგი ჭიჭინაძე

პროფესორი, დირიჟორი -

ჟიურის თავმჯდომარე

მანანა გოცირიძე

პროფესორი

ლალი სანიკიძე

პროფესორი

ნოდარ ჟვანია

პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ზურაბ გაბუნია

თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი

გულიკო კარიაული

პროფესორი

თამარ სარვაზიშვილი

 

შოთა გოგოძე

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი.

ირაკლი ევსტაფიშვილი

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი.

კონკურსის  ლაურეატები და დიპლომანტები:

გრან-პრი

- ნანა გორგოძე - ფორტეპიანო, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

- ნინი გიორგაძე - ვიოლინო, II ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

- ნათია ივანიაშვილი - სოლო სიმღერა, III ასაკობრივი კატეგორია. ქ. თბილისის ევ. მიქელაძის სახ. N 2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

 I პრემიის ლაურეატები:

- ლიზი ბასილაძე - ფორტეპიანო, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

- კატარინა გეგელია - ვიოლინო, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ.N 1 სამუსიკო სკოლა

- გვანცა ბუცხრიკიძე - ვიოლინო, II ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

- ლუკა თოთაძე - კლარნეტი, II ასაკობრივი კატეგორია, ქ. თბილისის შ. შანიძის სახ. N 20 საორკესტრო სკოლა

- ქეთი ბრეგაძე - სოლო სიმღერა, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

- მარი კუჭავა - სოლო სიმღერა, II ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

- თამარ ოთანაძე - სოლო სიმღერა, III ასაკობრივი კატეგორია. ქ. თბილისის ევ. მიქელაძის სახ. N 2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

 II პრემიის ლაურეატები:

X

 III პრემიის ლაურეატები:

ნომინაციები

1. გოგი ჭიჭინაძის პრიზი -

- გიორგი არაბიძე - ფორტეპიანო, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

2. ლალი სანიკიძის პრიზი -

- ანა კალანდაძე - ფორტეპიანო , I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ზესტაფონის რ. ლაღიძის სახ. სამუსიკო სკოლა

- ლუკა მაღლაფერიძე - ფორტეპიანო, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ტყიბულის მ. ქასრაშვილის სახ. ხელოვნების სკოლა.

3. მანანა გოცირიძის პრიზი-

- ლიზი ბუკია- ფორტეპიანო, I ასაკობრივი კატეგორია, ქ.ზუგდიდის საგუნდო-სამუსიკო სკოლა.

4. გულიკო კარიაულის პრიზი -

- ზვიად მაისურაძე - სოლო სიმღერა, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლა ,,აფხაზეთი N 1". ( ნეაპოლური სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის)

5. თამარ სარვაზიშვილის პრიზი-

- თამარ ზაქარიაძე - სოლო სიმღერა, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

 

ნომინაცია -  ,,ჟიურის სიმპათია" :

- ბაია ბერიშვილი - სოლო სიმღერა, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

- პაპუნა ფერაძე - სოლო სიმღერა, III ასაკ. კატეგორია, ქ. თბილისის ევ. მიქელაძის სახ. N 2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

- საბა შარაშენიძე - კლარნეტი, II ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

 

ნომინაცია - ,,პოლიფონიური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის" :

- დემეტრე ლაბარტყავა - ფორტეპიანო, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლა ,,აფხაზეთი N 1".

 

ნომინაცია -  ,,ქართული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის":

- მარიამ ბოყოველი - ფოპრტეპიანო, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის ზ. ანჯაფარიძის სახ. N 3 სამუსიკო სკოლა

- ლალი ლაბაძე - ფორტეპიანო, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ჭიათურის ს. კავსაძის სახ. სამუსიკო სკოლა

- თამარ მჟავანაძე - ფორტეპიანო, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

- ანა წერეთელი - ფორტეპიანო, III ასაკობრივი კატეგორია, ქ. ჭიათურის ს. კავსაძის სახ. სამუსიკო სკოლა

- მათე კაკაბაძე - კლარნეტი, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის ზ. ანჯაფარიძის სახ. N 3 სამუსიკო სკოლა

- ვიქტორ ცხაკაია - ვალტორნა, II ასაკ. კატეგორია, ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი

- ანა კუდუხოვა - სოლო სიმღერა, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

- მანანა სამხარაძე - სოლო სიმღერა, II ასაკობრივი კატეგორია, ქ. ჭიათურის ს. კავსაძის სახ. სამუსიკო სკოლა.

 

ნომინაცია -  ,,მომავლის პერსპექტივა“:

- რატი გუნიავა - ფლეიტა, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის ზ. ანჯაფარიძის სახ. N 3 სამუსიკო სკოლა

- თორნიკე მალაზონია, სოლო სიმღერა, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. თბილისის მერიის ხელოვნების სკოლა ,,აფხაზეთი N 1".

- ნატალი ტოროტაძე - სოლო სიმღერა, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

- მარიამ პანაიოდი -სოლო სიმღერა, II ასაკობრივი კატეგორია, ქ. ჭიათურის ს. კავსაძის სახ. სამუსიკო სკოლა.

- ავთანდილ ჭიქავა - სოლო სიმღერა, II ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

- ბეგი ნიკოლეიშვილი - სოლო სიმღერა, III ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

 

ლარისა და ოლია ზაიცევების სახელობის სპეციალური პრიზი (ფულადი პრემია დააწესა ინგა ბოჭორიშვილმა):

- გიორგი ჯანგავაძე - ფორტეპიანო, I ასაკობრივი კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

 

  II ტურში გადავიდნენ:

- ნინო ცუცქირიძე - ფორტეპიანო, II ასაკ. კატეგორია, ქ. ჭიათურის ს. კავსაძის სახ.N 1 სამუსიკო სკოლა

- მარიამ ჩახვაძე - ფორტეპიანო, II ასაკ. კატეგორია, ქ. ზესტაფონის რ. ლაღიძის სახ. სამუსიკო სკოლა

- მარიამ კანდელაკი - ფორტეპიანო, II ასაკ. კატეგორია, ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი.

 

საუკეთესო კონცერტმაისტერები

იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის მიერ დაჯილდოვდნენ ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის პირველ ეროვნულ კონკურსში მონაწილე სამუსიკო სკოლა - სასწავლებლების ხელმძღვანელები.

გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo