გალერეა

არქივი

კონტაქტი

ჩვენს შესახებ

პირობები

ჟიური

Eng

Geo

ალვარო ტეიჰეირა ლოპეს

 

ალვარო თეშეირა ლოპესი (Álvaro Teixeira Lopes) პიანისტი, სანტა სესილიას საერთაშორისო კონკურსის (Santa Cecilia International Competition (CISC)) და სანტა სესილიას საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ავეიროს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, მუსიკალური სკოლის -  კურსო დე მუზიკა სილვა მონტეიროს (Curso de Música Silva Monteiro (CMSM)) დირექტორი.

 

ალვარო თეშეირა ლოპესი სწავლობდა პორტოს კონსერვატორიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო ვენასა და პარიზში პოლ ბადურა შკოდასთან, ნოელ ფლორესთან და მარიან რიბიკისთან. დაჯილდოვებულია რამდენიმე პრიზით, აქტიური მოღვაწეობა დაიწყო ეროვნულ და საერთაშორისო მუსიკალურ ცხოვრებაში, როგორც სოლისტმა და კამერულმა მუსიკოსმა. როგორც პიანისტი მიწვეული იყო ბევრ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო  ფესტივალზე.

 

იყო რამდენიმე ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, გამართული აქვს უამრავი მასტერკლასი პორტუგალიაში, საფრანგეთში, ბრაზილიაში, ტაივანში, ჩინეთში, ესპანეთსა და იტალიაში (არის ბრესიას (Brecia) საერთაშორისო ფესტივალისა და საზაფხულო აკადემიის მოწვეული პროფესორი).

 

ხშირად იყო მიწვეული საფორტეპიანო კონკურსების ჯიურის წევრად, იყო ორბეტელოს საერთაშორისო კონკურსის, როსპიგლიოზის, რინა სალა გალოს, იტურბის, ესპანეთის კომპოზიტორების, ისიდორ ბასიჩის, პრო-ფორტეპიანოს, ლიონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის, დ’ეპინალის საერთაშორისო კონკურსის, კაზარ ფრანკის საერთაშორისო კონკურსის, კლივლენდის ვირტუოზების, ტაივანის საერთასირისო კონკურსის, პორტოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის, რიო დე ჟანეიროს პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალის და მრავალი სხვა  საერთასორისო კონკურსის ჟიურის წევრი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.